logo_geo
ტომ კრუზი „მისია შეუსრულებელიას“ გადაღებებზე გაძარცვეს
- +

28 აგვისტო. 2021. 02:38

 

 

ცნობილი მსახიობი ტომ კრუზი ინგლისში მძარცველების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბირმინგემში, სადაც კრუზი ფილმის „მისია შეუსრულებელია“ მეშვიდე ნაწილის გადაღებებზე იმყოფებოდა, მსახიობის მცველის მანქანა გაიტაცეს. ავტომობილში BMW X7​ კრუზის პირადი ნივთები იდო, რომელთა ღირებულებაც The Sun-მა რამდენიმე ათას ფუნტ სტერლინგად შეაფასა.

 

მანქანის გატაცება მფლობელმა მეორე დღეს შენიშნა. ავტომობილს თვალთვალის ელექტრონული სისტემის გამოყენებით მეზობელ ქალაქ სმეტიკში მიაგნეს, თუმცა კრუზის ნივთები მასში აღარ იყო.

 

„მისია შეუსრულებელია 7“ - ის პრემიერა 2022 წლის მაისში შედგება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი