logo_geo
აშშ-ის დაზვერვამ კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
- +

28 აგვისტო. 2021. 11:11

 

 

აშშ-ის დაზვერვამ კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები გამორიცხავენ ჩინეთის მიერ კორონავირუსის ბიოლოგიურ იარაღად შემუშავების შესაძლებლობას, თუმცა, აცხადებენ, რომ ვირუსის წარმოშობა სავარაუდოდ დაუდგენელი დარჩება ჩინეთის დახმარების გარეშე.

 

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, პეკინი განაგრძობს გლობალური გამოძიების შეფერხებას, ეწინააღმდეგება ინფორმაციის გაზიარებას და კორონავირუსის პანდემიაში ადანაშაულებს სხვა ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს.

 

ანგარიშის ავტორები დამაჯერებლად მიიჩნევენ ვირუსის წარმომავლობის ორივე თეორიას, რომ „ვირუსი ადამიანებში ცხოველებიდან ბუნებრივი პროცესის შედეგად გავრცელდა ან რომ ის გავრცელდა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად. ორი მთავარი ჰიპოთეზა კვლავ ძალაში რჩება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

 

big_banner
არქივი