logo_geo
ემანუელ მაკრონი: „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ საფრთხეს წარმოადგენს
- +

28 აგვისტო. 2021. 13:16

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ საფრთხეს წარმოადგენს და საფრანგეთი მზადაა, ერაყს ტერორისტებთან ბრძოლაში დაეხმაროს. ამის შესახებ მაკრონმა ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ქაზიმისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„2017 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერიტორიები დაკარგა და ამაში დიდი წვლილი საერთაშორისო კოალიციას და ერაყის შეიარაღებულ ძალებს მიუძღვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოდუნება არ შეიძლება, ვინაიდან „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ საფრთხეს წარმოადგენს და მე ვიცი, რომ ერაყის მთავრობისთვის ტერორიზმთან ბრძოლა პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა მაკრონმა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ერაყში ვიზიტით იმყოფება, სადაც ბაღდადის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

big_banner
არქივი