logo_geo
აშშ-ში სასამართლომ მშობლები 43 წლის შვილის პორნო-კოლექციის გადაყრისთვის $30 ათასით დააჯარიმა
- +

29 აგვისტო. 2021. 01:43

 

 

აშშ-ში მოსამართლემ წყვილს მათი შვილისთვის $30 441 ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, იმის გამო რომ მათ მისი პორნოგრაფიული კოლექცია გადაყარეს. ამის შესახებ AP წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მოსამართლე პოლ მელონიმ დაასკვნა, რომ მშობლებს 43 წლის დევიდ ვერკინგის კოლექციის გადაყრის უფლება არ ჰქონდათ. ადგილობრივი მედიის ცნობით, კოლექციაში შედიოდა ფილმებით, ჟურნალებითა და სექს-სათამაშოებით სავსე 12 ყუთი.

 

2016 წელს ვერკინგი ცოლს გაშორდა და 10 თვის განმავლობაში მშობლებთან ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ დედას და მამას ეჩხუბა და მიჩიგანის შტატიდან ინდიანაში გადაბარგდა. ინდიანაში ჩასვლის შემდეგ კი მიხვდა, რომ მისი პორნო-კოლექცია გაქრა.2018 წელს ვერკინგმა მშობლებს სასამართლოში უჩივლა და მოიგო.

 

მოსამართლემ კი კომპენსაციის ოდენობა ექსპერტების შეფასებაზე დაყრდნობით დაადგინა. ამასთან, მშობლებმა შვილის ადვოკატის საფასურიც უნდა გადაიხადონ, რაც $14,5 ათასს შეადგენს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი