logo_geo
ბრაზილიაში გახსნეს ბუდას ქანდაკება, რომელიც ქრისტეს ცნობილ ქანდაკებაზე უფრო მაღალია
- +

29 აგვისტო. 2021. 11:06

 

 

ბრაზილიის ჩრდილოეთში, ესპირიტუ-სანტუს შტატის ქალაქ იბირასუში, ბუდისტურ მონასტერში ბუდას გიგანტური ძეგლი გახსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ Globo ავრცელებს.

 

ძეგლის აღმართვის სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა, დეკემბერში კი ის ბუდისტური წესის მიხედვით აკურთხეს. ძეგლი ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში უნდა გახსნილიყო, თუმცა ამას ხელი პანდემიამ შეუშალა.

 

მონუმენტის სიმაღლე 35 მეტრია, რაც რიო-დე-ჟანეიროში მდებარე ქრისტეს ქანდაკებაზე 5 მეტრით მეტია. თუმცა ყველაზე მაღალ ძეგლად 2011 წელს ქალაქ ბარა-ველიაში გახსნილი „თავისუფლების ქანდაკების“ ასლი ითვლება, რომლის სიმაღლეც 57 მეტრია.

 

 

big_banner
არქივი