logo_geo
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4 010 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

29 აგვისტო. 2021. 20:41

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4 010 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 41 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის საოპერაციო შტაბი ავრცელებს.

 

პანდემიის დაწყების დროიდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების სულ 417 996 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 361 126 პირი გამოჯანმრთელდა, 5 553 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

ამჟამად საავადმყოფოებში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 51 315 პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში ორივე დოზით 2.6 მილიონზე მეტი მოქალაქეავაქცინირებული.

 

 

big_banner
არქივი