logo_geo
ლუიზიანას შტატს ქარიშხალი „იდა“ დაატყდა თავს
- +

30 აგვისტო. 2021. 02:29

 

 

აშშ-ის შტატ ლუიზიანას ქარიშხალი „იდა“ დაატყდა თავს. სტიქიამ მეწყრული ზონების გააქტიურება გამოიწვია.

 

აშშ-ის „ქარიშხლის ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევს. ამ დროისთვის 285 000 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

ლუიზიანის შტატის გუბერნატორის, ჯონ ბელ ედვარდსის განცხადებით, ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე დიდი ქარიშხალი, რომელიც შტატს 1850 წლის შემდეგ დაატყდა თავს.

 

„იდა“ მექსიკის ყურის თბილი წყლების თავზე გაძლიერდა. ქარიშხალ „იდას“ მეოთხე კატეგორია მიანიჭეს, რომელიც სახლებს და ელექტროგადამცემ ხაზებს სავარაუდოდ პრობლემებს შეუქმნის.

 

ქარიშხალი „იდა“ ქარიშხალ „კატრინას“ 16 წლისთავზე გამოჩნდა, რომელმაც მაშინ 1 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

right_banner big_banner
არქივი