logo_geo
ცუკერბერგის მოულოდნელი სტუმრობით რიგითი ამერიკული ოჯახი შოკში ჩავარდა
- +

30 აპრილი. 2017. 17:41



Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მოულოდნელად ესტუმრა ოჰაიოში მცხოვრებ დენიელ მურის ოჯახს, სადაც მათთან ერთად ივახშმა.


ცუკერბერგს სურდა ის რიგითი ამერიკელები გაეცნო, რომლებიც ყოველთვის დემოკრატებს აძლევდნენ ხმას და ბოლო არჩევნებზე ტრამპი აირჩიეს.


დენიელ და ლიზა მურებმა ცუკერბერგის ვიზიტის შესახებ მის მისვლამდე 15 წუთით ადრე შეიტყვეს.


დენიელ მურმა ორჯერ მისცა ხმა ბარაკ ობამას, მაგრამ ბოლო არჩევნებზე დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი.


ცუკერბერგის ვიზიტამდე მურმა მხოლოდ ის იცოდა, რომ მასთან სტუმრად მიდიოდა კალიფორნიელი ფილანტროპი, რომლის პროდუქტითაც ამერიკელების 90% სარგებლობს.


ცუკერბერგთან ვახშამზე საუბარი პოლიტიკის გარდა იმასაც შეეხო, თუ როგორ ეხმარებიან მურები უგანდაში არსებულ მიუსაფარ ბავშვთა სახლს.


ცუკერბერგმა, რომელმაც მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ საქმველმოქმედო მიზნებით 45 მილიარდ დოლარს დახარჯავს, მურების ოჯახს დახმარება სთხოვა თანხების მოძიებაში.


ვახშმის შემდეგ მილიარდერმა facebook-ის გვერდზე, რომელსაც 89 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, დაწერა: „მადლობა დენი და ლიზა მურებს თბილი მიღებისა და არაჩვეულებრივი ვახშმისათვის!".


დენიელ მურმა მყისვე უპასუხა სტუმრის პოსტს: „დიდი მადლობა ვიზიტისთვის, მარკ. შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!".


მილიარდერი ცუკერბერგი, დაპირების თანახმად, აშშ-ის ორმოცდაათივე შტატში მოგზაურობს და შეხვედრებს მართავს საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან.


ზოგიერთი დამკვირვებელი ამასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ შესაძლოა, facebook-ის დამფუძნებელს პოლიტიკური ამბიციებიც გაუჩნდა.

Description: http://pia.ge/uploaded/pia/2017-04/201704301331361669859583.jpg


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი