logo_geo
ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს
- +

30 აგვისტო. 2021. 12:23

 

ქაბულის აეროპორტის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განხორციელდა. აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს.

 

სარაკეტო თავდასხმის დროს აეროპორტის ანტისარაკეტო სისტემა ამუშავდა, რომელმაც ოთხი რაკეტა გაანეიტრალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი რაკეტა აეროპორტის მახლობლად აფეთქდა.

 

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. წინასწარი ცნობით, ქაბულის აეროპორტის წინააღმდეგ რაკეტები ქვეყნის ჩრდილოეთიდან ისროლეს.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი