logo_geo
UNHCR: ავღანეთში უფრო დიდი ჰუმანიტარული კრიზისი მხოლოდ ახლა იწყება
- +

30 აგვისტო. 2021. 16:34

 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ ავღანეთის მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების წინაშეა.

 

„ქაბულიდან საჰაერო ევაკუაცია ამ დღეებში დასრულდება და განვითარებული ტრაგედია აღარ იქნება ისეთი აშკარა, თუმცა ის კვლავ იქნება ყოველდღიური რეალობა მილიონობით ავღანელისთვის. ჩვენ არ უნდა შევაქციოთ მათ ზურგი. უფრო დიდი ჰუმანიტარული კრიზისი მხოლოდ ახლა იწყება“, - განაცხადა ლტოლვილთა საკითხზე გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ.

 

ფილიპო გრანდიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ჰუმანიტარული პასუხისმგებლობა გაიზიარონ ირანთან და პაკისტანთან ერთად, რომლებმაც 2.2 მილიონი ავღანელი უკვე შეიფარეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი