logo_geo
ენტონი ფაუჩი: აშშ-ში დეკემბრისთვის კორონავირუსს 100 ათასი ადამიანი შეიძლება ემსხვერპლოს
- +

30 აგვისტო. 2021. 18:52

 

 

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდისა და აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის შენელების გამო, აშშ-ში დეკემბრისთვის კორონავირუსს 100 ათასი ადამიანი შეიძლება ემსხვერპლოს.

 

ენტონი ფაუჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართო ვაქცინაცია ასეთი შედეგის პრევენციას მოახდენს.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინებთან ერთად გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს სიტუაცია შევცვალოთ. ეს რიცხვები ასეთი საგანგაშო იმიტომ არის, რომ ამ ქწვეყანაში დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი ვაქცინირებული არ არის. შეგვიძლია შევცვალოთ ეს და გავაკეთოთ ეფექტურად და სწრაფად, თუ იმ ადამიანების აცრას შევძლებთ. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისში მყოფმა ადამიანებმა უნდა გადადონ ნებისმიერი იდეოლოგიური და პოლიტიკური განსხვავება და უბრალოდ აიცრან“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.

 

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, აშშ-ის საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა, რაც ბოლო 8 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, კოვიდჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გასულ თვეში გაორმაგდა. გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში, ყოველ საათში საავადმყოფოებში, საშუალოდ, 500-მდე კოვიდპაციენტს იღებდნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი