logo_geo
პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულიდან ევაკუაციის ბოლო ფაზა განსაკუთრებით საშიშია
- +

30 აგვისტო. 2021. 20:59

 

 

პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულიდან ევაკუაციის ბოლო ფაზა განსაკუთრებით საშიშია. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კურბიმ განაცხადა.

 

პენტაგონში გამართულ ბირიფინგზე უწყების წარმომადგებელმა არ დააკონკრეტა, განხორციელდება თუ არა რეისები 31 აგვისტოს, როდესაც ევაკუაციისთვის განსაზღვრული ვადა იწურება.

 

„ეს ყოველთვის იყო საშიში ოპერაცია, თუმცა ახლა ჩვენ განსკუთრებით საშიშ ეტაპზე ვართ“, – აღნიშნა კირბიმ.

 

პენტაგონის ცნობით, 14 აგვისტოდან ავღანეთიდან ევაკუირებულია 122 ათასი ადამიანი, აქედან 1 200 ადამიანის ევაკუაცია 29 აგვისტოს განხორციელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი