logo_geo
ქარიშხალ „იდას“ შემდეგ ლუიზიანაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება
- +

31 აგვისტო. 2021. 10:07

 

 

ქარიშხალ „იდას“ შემდეგ ლუიზიანას შტატში ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამძებრო და სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ერონული გვარდიის ხუთი ათასზე მეტი წევრი.

 

სტიქიის შედეგად გარდაცვლილია სულ მცირე ორი ადამიანი, რომლის სახლს ძლიერი ქარის გამო წაქცეული ხე დაეცა.

 

შტატის უმსხვილეს ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას დღეები და შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.

 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლუიზიანა კატასტროფის ზონად გამოაცხადა.

 

ამჟამად სტიქიის სიმძლავრე ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შესუსტდა, თუმცა მეტეოროლოგები მისისიპიში, ალაბამასა და ფლორიდაში წყალდიდობის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ მოსახლეობას.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი