logo_geo
Amazon-ის ახალი გამოგონება გეტყვით გიხდებათ თუ არა შერჩეული ტანსაცმელი
- +

30 აპრილი. 2017. 19:54



„სარკევ, სარკევ, როგორ გამოვიყურები?" მალე ამ შეკითხვის ნაცვლად იკითხავთ: „Alexa როგორ გამოვიყურები?"


ადამიანები ყოველდღიურად რამდენიმე წუთს მაინც უთმობენ იმაზე ფიქრს, თუ რა ჩაიცვან დღეს ან როგორ გამოიყურებიან არჩეულ ტანისამოსში. ხასიათიდან გამომდინარე ფიქრის პროცესი ან ხანგრძლივი და დამღლელია, ან პირიქით.


ვინც საკუთარ თავში ხშირად ან იშვიათად დაეჭვებულია და მეორე ადამიანის აზრი სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია Amazon-მა ჭკვიანი ტექნიკა შექმნა. მისი სახელწოდებაა Echo Look. ეს არის smart-ტექნოლოგია, რომელიც აანალიზებს მიღებულ მონაცემებს და შემდეგ პასუხობს მის მფლობელს უხდება თუ არ უხდება ის ტანსაცმელი, რომელიც აცვია.


როგორ მუშაობს Echo Look? მარტივად! მოწყობილობა კამერითაა აღჭურვილი, რომლითაც მფლობელს თავიდან ფეხამდე უღებს სრულ ფოტოს. ფოტოს პროგრამა Alexa-ს დახმარებით აანალიზებს. შედეგად, მოწყობილობა ხმოვანი სიგნალის გამოყენებით მფლობელს უბრუნებს პასუხს მის მიერ შერჩეულ ტანისამოსზე - უხდება თუ არ უხდება. მოწყობილობას ასევე შეუძლია ურჩიოს მის მომხმარებელს მოუხდება თუ არა ესა თუ ის ტანსაცმელი, რომლის ყიდვასაც აპირებს. 


Amazon-ში ამბობენ, მოწყობილობაში მომხმარებლის შესახებ დაგროვებულ პირად ინფორმაციას არ გამოიყენებენ სარეკლამოდ და არ მიაწვდიან ე.წ. მესამე პირებს.


Echo Look-ი ჯერ არ იყიდება. ცნობილია, რომ მისი ფასი 200 დოლარიდან იქნება და თავდაპირველად მის შეძენა/გამოყენებას მხოლოდ აშშ-ის მცხოვრებლები შეძლებენ.


 

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი