logo_geo
აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს
- +

31 აგვისტო. 2021. 13:06

 

აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, აღნიშნულ შტამს მუტაციის გაძლიერებული შესაძლებლობა გააჩნია. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

 

ახალი შტამის სახელწოდებაა C.1.2, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დააფიქსირეს. 13 აგვისტოს მონაცემებით, ეს შტამი უკვე გავრცელდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ცხრა პროვინციიდან ექვსში, ასევე ის გამოვლინდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიაში, პორტუგალიაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში.

 

როგორც გამოცემა წერს, C.1.2 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 2021 წლის იანვარში აღმოჩენილი შტამის მუტაციის შედეგად წარმოიქმნა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ტიპის ვირუსში მუტაცია ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე სხვა შტამებში.

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კორონავირუსის გავრცელებით აფრიკის კონტინენტზე პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ამ დრომდე გამოვლინდა 2,6 მილიონი ინფიცირებული.

big_banner
არქივი