ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად აცრილია. მინდა, მადლობა გადავუხადო ბევრ ადამიანს, ვინც შესაძლებელი გახადა ეს დიდი მიღწევა. მაგრამ უფრო შორს უნდა წავიდეთ! უფრო მეტი ევროპელის ვაქცინაცია გვჭირდება. ჩვენ ასევე უნდა დავეხმაროთ აცრაში დანარჩენ მსოფლიოს. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორების მხარდაჭერას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.