logo_geo
„ესოშიეიტიდ პრესი“: აშშ უკრაინას 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას ჰპირდება
- +

1 სექტემბერი. 2021. 02:29

 

 

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრის წინ შეერთებული შტატები უკრაინას 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას ჰპირდება. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Aსსოციატედ Pრესს იტყობინება.

 

გამოცემის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების პაკეტი აუცილებელია მისი საზღვრის გასწვრივ რუსული სამხედრო აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდისა და ცეცხლის შეწყვეტის ხშირი დარღვევების გამო.

 

როგორც გამოცემა წერს, ახალი სამხედრო დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოებისადმი აშშ-ის ერთგულების დემონსტრირებას.

 

პაკეტი მოიცავს მეტ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინს“.

 

 

right_banner big_banner
არქივი