logo_geo
ჯო ბაიდენი: ავღანეთში ომის დასრულება სხვა ქვეყნების გადაკეთების მიზნით სამხედრო ოპერაციების ეპოქის დასრულებას ნიშნავს
- +

1 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომის დასრულება სხვა ქვეყნების გადაკეთების მიზნით სამხედრო ძალისხმევის ეპოქის დასრულებას ნიშნავს.

 

„ავღანეთის შესახებ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ავღანეთს არ ეხება. ეს სხვა ქვეყნების გადაკეთების მიზნით სამხედრო ოპერაციების ეპოქის დასრულებას ეხება“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის უარს ამბობს, ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალების კიდევ ერთი თაობა გააგზავნოს იმ ომში, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო.

 

„ავღანეთში ჩვენი მისიის მკაფიო მიზანი არ გვქონდა. 20-წლიანი ომის შემდეგ, მე უარს ვამბობ კიდევ ერთი თაობის იმ ომში გაგზავნაზე, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი