logo_geo
თარჯიმანი, რომელმაც 13 წლის წინ ჯო ბაიდენი გადაარჩინა, აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთიდან მის გაყვანას სთხოვს
- +

1 სექტემბერი. 2021. 18:51

 

თარჯიმანი, რომელმაც 13 წლის წინ ჯო ბაიდენი გადაარჩინა, აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთიდან მის გაყვანას სთხოვს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

 

„ბატონო პრეზიდენტო, გადამარჩინეთ მე და ჩემი ოჯახი. არ დაგავიწყდეთ აქ“, – მიმართავს ავღანელი თარჯიმანი მოჰამედი ჯო ბაიდენს.

 

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ახლა თარჯიმანი, მისი მეუღლე და ოთხი შვილი „თალიბანისგან“ იმალებიან. ისინი რამდენიმე წელი ცდილობდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო ეს ვერ მოახერხეს.

 

მანამდე თეთრი სახლის პრესპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ მას ევაკუაციაში დაეხმარება და დააჯილდოვებს კიდეც. ავღანელი თარჯიმანი ამერიკულ არმიაში მუშაობდა. 2008 წელს ის დაეხმარა ბაიდენს, რომელიც იმ დროს სენატორი გახლდათ და ავღანეთში ყოფნის დროს ვერტმფრენით ქარბუქში მოხვდა. ავარიული დაშვების შემდეგ ვერტმფრენი ავღანეთის მთებში დაჯდა, ხოლო თარჯიმანი რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა მანქანით, რთულ გზაზე, რათა სენატორი ბაიდენი გადაერჩინა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი