logo_geo
ჯო ბაიდენი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში
- +

1 სექტემბერი. 2021. 23:05

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მოუთმენლად ელოდება.

 

„მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში, რათა კვლავ დავადასტურო ამერიკის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი“, - დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე.

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დღეს შეხვდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.a

 

 

big_banner
არქივი