logo_geo
თეთრი სახლი: მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ ნატოში უკრაინის მიღება ის გადაწყვეტილება არ არის, რომელსაც აშშ იღებს
- +

2 სექტემბერი. 2021. 00:02

 

 

„მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ ნატოში უკრაინის მიღება ის გადაწყვეტილება არ არის, რომელსაც აშშ იღებს“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.

 

ჟურნალისტის კითხვას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს ჰკითხავს, თუ რა შანსები აქვს უკრაინას ნატოში გაწევრიანების კუთხით და რა დროში მოხდება ეს, ჯენ ფსაკიმ ასე უპასუხა:

 

„მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც აშშ იღებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომ ნატოს კარი ღია დარჩეს ასპირანტი ქვეყნებისთვის. საუბარია ნატოს წევრობაზე. ნატოს სამიტის დეკლარაციაში ალიანსის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, საკუთარი მომავალი განსაზღვროს. არსებობს ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ უნდა გადადგას. საუბარია კანონის უზენაესობის რეფორმაზე, თავდაცვის სექტორის მოდერნიზებაზე. ეს ის ნაბიჯებია, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა გადადგას, რათა ნატოში წევრობის სტანდარტები დააკმაყოფილოს. ჩვენ ამ ძალისხმევას მხარს ვუჭერთ“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი