logo_geo
ქარიშხალ „იდას“ გამო, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

2 სექტემბერი. 2021. 13:01

 

ქარიშხალ „იდას“ გამო, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

„საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ, რათა ნიუ-იორკელებს დავეხმარო, რომლებიც ამაღამ ქარიშხლის შედეგად დაზარალდნენ“, - განაცხადა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა.

 

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ წყალდიდობა როგორც ამინდთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენა შეაფასა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში სტიქიურ უბედურებას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

 

აღსანიშნავია, რომ ძლიერი ნალექის გამო, ქალაქ ნიუ-იორკში მეტროსადგურის ყველა ხაზის მუშაობა შეიზღუდა, დაიტბორა ქუჩები.

 

 

big_banner
არქივი