logo_geo
WhatsApp 267 მილიონი დოლარით დაჯარიმდა
- +

3 სექტემბერი. 2021. 12:44

 

WhatsApp ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ 267 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

 

მონაცემთა დაცვის კომისიის განმარტებით, WhatsApp არღვევდა ევროკავშირის კანონმდებლობას მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვისა და გაზიარების შესახებ.

 

„ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ“ განაცხადა, რომ აღმოაჩინა დარღვევები WhatsApp-ის მიერ მომხმარებლების და არამომხმარებლების მონაცემების გადამუშავებაში. მათი თქმით WhatsApp-სა და Facebook-ის სხვა კომპანიებს შორის მონაცემები ზიარდებოდა.

 

WhatsApp-ის წარმომადგენლობა არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას გეგმავს.

right_banner big_banner
არქივი