logo_geo
ფინელი მოზარდები ბიჭის სასტიკი მკლელობის გამო დააპატიმრეს
- +

3 სექტემბერი. 2021. 16:47

 

ფინეთში დააპატიმრეს სამი თინეიჯერი, რომელთაც გასული წლის დეკემბერში სასტიკად სცემეს და მოკლეს ნაცნობი ბიჭი. მათგან ერთს ციხეში 10 წლის გატარება მოუწევს, დანარჩენებს კი - 8 და 9 წლის., - ამის შესახებ BBC წერს.

 

შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა არასრულწლოვნების მიმართ განსაკუთრებით ლოიალურია.

 

სამივე მსჯავრდებული 2004 წელსაა დაბადებული. პროკურატურის ცნობით, მათ ბიჭი განზრახ დაათვრეს, რის შემდეგაც, თავადაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფებმა, სხეულის სხვადასხვა ნაწილი დაუზიანეს და მოკლეს.

 

მკვლელობა საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა, თუმცა, მათ ბიჭის გადარჩენა არ უცდიათ და შემთხვევის ადგილი დატოვეს. ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს. პოლიციას ერთ-ერთი მოზარდის დედა დაუკავშირდა და შვილის სავარაუდო დანაშაულის შესახებ აცნობა.

big_banner
არქივი