logo_geo
New York Times: აშშ-ის ჯანდაცვის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საკმარისი მონაცემები არ არის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების ფართოდ გამოსაყენებლად
- +

3 სექტემბერი. 2021. 22:20

 

 

აშშ-ის ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა თეთრ სახლს განუცხადეს, რომ მათ შეიძლება საკმარისი მონაცემები არ ჰქონდეთ სექტემბრის ბოლოსთვის ფართო საზოგადოებისთვის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების რეკომენდაციისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი New York Times-ი ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, მაღალჩინოსნებმა თეთრ სახლს ურჩიეს, ფართო საზოგადოებისთვის გამაძლიერებელი დოზების შეთავაზების გეგმა შეაჩერონ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ მეტი დრო სჭირდებათ ყველა საჭირო მონაცემის შეგროვებისა და გადახედვისთვის.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი