აშშ-ის ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა თეთრ სახლს განუცხადეს, რომ მათ შეიძლება საკმარისი მონაცემები არ ჰქონდეთ სექტემბრის ბოლოსთვის ფართო საზოგადოებისთვის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების რეკომენდაციისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი New York Times-ი ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, მაღალჩინოსნებმა თეთრ სახლს ურჩიეს, ფართო საზოგადოებისთვის გამაძლიერებელი დოზების შეთავაზების გეგმა შეაჩერონ.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ მეტი დრო სჭირდებათ ყველა საჭირო მონაცემის შეგროვებისა და გადახედვისთვის.