logo_geo
Bloomberg: აშშ ევაკუირებულ ავღანელებს 2275 დოლარს გადაუხდის
- +

3 სექტემბერი. 2021. 22:21

 

 

,,აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და კერძო ორგანიზაციები აპირებენ, თითო ევაკუირებულ ავღანელს ფინანსური დახმარების სახით 2275 დოლარი გადაუხადონ”, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg-ი წერს.

 

მისი ინფორმაციით, უახლოეს თვეებში ამოქმედდება ავღანელი მიგრანტების მატერიალური მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანიც საცხოვრებლის მოძებნა, სურსათის შეძენა და ბავშვების სკოლებში შეყვანა იქნება.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი დევნილებისთვის შეღავათების დაწესების საკითხზე კონგრესთან კონსულტაციებს მართავს.

 

თეთრი სახლის ინფორმაციით, ივლისის ბოლოდან ავღანეთიდან აშშ-ში 123 ათასი ადამიანია ევაკუირებული, მათგან 6000 აშშ-ის მოქალაქეა.

 

 

big_banner
არქივი