logo_geo
New York Times: კატალონიელი სეპარატისტები, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ
- +

4 სექტემბერი. 2021. 00:48

 

 

,,კატალონიელი სეპარატისტების ლიდერის, კარლეს პუჩდემონის თანამოაზრეები, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ და რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს”, - ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი ევროპული დაზვერვის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გაზეთის ინფორმაციით, კატალონიელი პოლიტიკოსი, ჟოზეფ ალაი 2019 წელს მოსკოვს ეწვია, რათა რუსეთის მხარდაჭერა მოეპოვებინა კატალონიის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხში.

 

არსებული ინფორმაციით, კარლეს პუჩდემონის მრჩეველი რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედ წარმომადგენლებს შეხვდა. ის ასევე შეხვდა „ეფ-ეს-ბე“-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვაბნელს, ოლეგ სირომოლოტოვს.

 

გაზეთი The New York Times-ი კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სეპარატისტებთან მუშაობა რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიას შეესაბამებოდა, რომლის მიზანი დასავლეთში განხეთქილების დათესვა იყო.

 

The New York Times-ს არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, მიიღო თუ არა ჟოზეფ ალაიმ მოსკოვისგან დახმარება, თუმცა აღნიშნული ვიზიტის შემდეგ, ჯგუფი „დემოკრატიული ცუნამი“ შეიქმნა, რომელიც კატალონიაში საპროტესტო აქციებს ორგანიზებას უწევდა.

 

ესპანეთის პოლიციის ერთ-ერთ ანგარიშში ნათქვამია, რომ საპროტესტო ჯგუფის შექმნაში კარლეს პუჩდემონის მრჩეველი მონაწილეობდა. გარდა ამისა, აღნიშნულ ანგარიშებში ასევე დასტურდება რუსულ დაზვერვასთან კავშირების დამყარება.

 

 

big_banner
არქივი