logo_geo
ინგლისში ელექტრონული მუსიკის მოყვარულის ფერფლი მისი საყვარელი დიჯეის კონცერტზე მიმოფანტეს
- +

4 სექტემბერი. 2021. 01:30

 

 

,,ინგლისში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე Creamfields, ტიესტოს გარდაცვლილი თაყვანისმცემლის ფერფლი კონცერტის დროს მიმოფანტეს”,-ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ძმებმა რაიან და ლიამ მილენებმა ფესტივალზე დასასწრები ბილეთი ხელზე იყიდეს და მასთან ერთად პაკეტში მოთავსებული ფერფლი და წერილი მიიღოს. აღმოჩნდა, რომ ბილეთის ყოფილმა მფლობელმა - სტიუარტ მიტჩელმა - რამდენიმე თვის წინ თავი მოიკლა, ოჯახმა კი ბილეთი დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად გაყიდა.

 

წერილში მიტჩელის მამამ მილენებს შვილის ფერფლის მიმოფანტვა ფესტივალზე სთხოვა, რათა სტიუარტი ღონისძიებას უკანასკნელად დასწრებოდა. მილენები დათანხმდნენ და კონცერტზე ბანერიც წაიღეთ, რომელზეც მიტჩელისა და მისი 3 წლის შვილის ფოტო იყო გამოსახული წარწერით: „მეგობარო, ეს უკანასკნელი ცეკვა შენთვისაა“.

 

მათ ორგანიზატორებს ბანერის სცენაზე გაშლის თხოვნით მიმართეს, მათ კი ფერფლის ზარბაზნიდან მიმოფანტვა შესთავაზეს, რომლიდანაც კონფეტი უნდა გაესროლათ. მილენებს ეს იდეა მოეწონათ და გარდაცვლილის ფერფლი პოპულარული ნიდერლანდელი დიჯეის, ტიესტოს გამოსვლის დროს გაისროლეს.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ მიტჩელის ტიესტოს დიდი თაყვანისმცემელი იყო და მის გასვენებაში სწორედ ამ დიჯეის ტრეკი Adagio for Strings ჟღერდა. მიტჩელის დედამ და ძმებმა მილენებმა ახალგაზრდებში სუიციდის აღმოფხვრის მხარდამჭერი კამპანია წამოიწყეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი