logo_geo
თალიბებისგან დასაცავად, Google-მა ავღანეთის ხელისუფლების ელექტრონული ფოსტები დაბლოკა
- +

4 სექტემბერი. 2021. 11:26

 

კომპანია Google-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ელექტრონული ფოსტების ანგარიშები დაიბლოკა, - ექსკლუზიურ ინფორმაციას Reuters საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყარო აცხადებს, რომ თალიბები ხელისუფლების ანგარიშებზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ, რის შედეგადაც, შესაძლოა, მათ ხელში აღმოჩნდეს ისეთი მონაცემები, რომლითაც სამთავრობო პირებს ზიანს მიაყენებენ. საუბარია ბიომეტრიულ და სახელფასო მონაცემთა ბაზებზე.

 

Google განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება დროებითი ზომაა ანგარიშების დასაცავად.

 

big_banner
არქივი