საფრანგეთში, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო 12-წელს ზემოთ პირების იმუნიზაცია, 12-დან 18-წლამდე მოზარდების თითქმის 60% კოვიდვაქცინით აიცრა. იგულისხმება ის მოზარდებიც, რომელთაც, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღეს. ქვეყანაში 12 წლიდან აცრა 15 ივნისის შემდეგაა შესაძლებელი.
Euronews ევროპის ქვეყნებში ამ ასაკობრივი კატეგორიის აცრების ამსახველ გრაფიკულ მონაცემებს აქვეყნებს.