logo_geo
ქაბულში, „თალიბების“ საზეიმო სროლების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 41 დაშავდა
- +

4 სექტემბერი. 2021. 12:45

 

სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 41 დაშავდა ქაბულში, „თალიბების“ საზეიმო სროლების შედეგად.

 

ორგანიზაციის წევრებმა პროვინცია პანჯშირის აღებასთან დაკავშირებით ავღანეთის დედაქალაქში ღამით საზეიმო სროლები განახორციელეს.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულისა და შვიდი დაშავებულის თაობაზე.

 

„თალიბანის“ ხელმძღვანელობის მტკიცებით, ორგანიზაციის წევრებს, რომლებმაც ქალაქში სროლები მოაწყეს, იარაღი ჩამოერთმევათ და პასუხისგებაში მიეცემიან.

 

right_banner big_banner
არქივი