logo_geo
Facebook-ის სახის ამოცნობის ფუნქციამ, შეცდომით, ფერადკანიანი ადამიანი პრიმატთან გააიგივა
- +

4 სექტემბერი. 2021. 18:11

 

 

სოციალური პლატფორმა Facebook-ი ბოდიშს იხდის „აშკარად მიუღებელი შეცდომისთვის“, რომელიც სახის ამოცნობის ფუქნციას უკავშირდება, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

 

საქმე ეხება „Daily Mail“-ის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც ფერადკანიანი კაცი ჩანს. სოციალური ქსელის სახის ამოცნობის პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც, ავტომატურად, მომხმარებლებს უკვე ნანახის მსგავს ვიდეოებსაც სთავაზობს, ვიდეოს დააწერა: „ნახეთ სხვა ვიდეოებიც პრიმატებზე“.

 

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს არანაირი კავშირი არ აქვს მაიმუნებთან - შიმპანზეებთან ან გორილებთან. სოციალურმა ქსელმა, სახის ამოცნობის ფუნქციაზე დაფუძნებული რეკომენდაციის კატეგორია ვიდეოდან უკვე წაშალა.

 

 

right_banner big_banner
არქივი