logo_geo
ლუიზიანაში ქარიშხალ „იდას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
- +

5 სექტემბერი. 2021. 12:18

 

ლუიზიანაში ქარიშხალ „იდას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „როიტერის“ ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში მომავალ კვირას, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა.

 

ლუიზიანას გუბერნატორის თქმით, შტატში 718 500 ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

„იდა“ მექსიკის ყურის თბილი წყლების თავზე გაძლიერდა. ქარიშხალ „იდას“ მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ქარიშხალი „იდა“ ქარიშხალ „კატრინას“ 16 წლისთავზე გამოჩნდა, რომელმაც მაშინ 1 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი