logo_geo
ინდოეთში პატარძლებს ალკოჰოლიკი ქმრების დასასჯელად ხის ჯოხები აჩუქეს
- +

1 მაისი. 2017. 00:53



ინდოეთში 700-მდე პატარძალს საყოველთაო ქორწინების ცერემონიაზე, ინდოეთის შტატ მადჰა-ფრადეშის სოციალური სამართლიანობისა და სოფლის განვითარების მინისტრმა ხის 10 ათასი ჯოხი აჩუქა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.


მინისტრის თქმით, თუ ქმრები ალკოჰოლის მიღების შემდეგ მეუღლეებს არასათანადოდ მოექცევიან, ცოლებს საშუალება ექნებათ ხის ჯოხი მათ დასასჯელად გამოიყენონ.


ხის თითოეულ ჯოხზე გაკეთებულია წარწერა: "მთვრალი ქმრის საცემად" და "პოლიცია საქმეში არ ჩაერევა".

 

მინისტრმა პატარძლებს ურჩია, სანამ ქმრების დასჯას გადაწყვეტენ, ჯერ დიალოგის გზით სცადონ პრობლემის გამოსწორება. მაგრამ თუ ქმრები გაუძალიანდებიან, მაშინ თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ ხის ჯოხი. მისი თქმით, ის არ ცდილობს ძალადობის წახალისებას, არამედ ცდილობს საზოგადოების ყურადღება მიაპყროს სოფლად მცხოვრებ ქალებს, რომლებზეც ალკოჰოლზე დამოკიდებული ქმრები ხშირად ძალადობენ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი