logo_geo
ისრაელში, თავებით გადაბმული სიამის ტყუპი 12-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს
- +

6 სექტემბერი. 2021. 10:35

 

 

ისრაელში 1 წლის ტყუპმა ერთმანეთი პირველად ნახა. ამ დროის განმავლობაში, ისინი თავების უკანა ნაწილებით იყვნენ გადაბმულნი. მათ განსაცალკევებლად, 12-საათიანი ოპერაცია ჩატარდა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

იქამდე, ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, ორივეს სკალპები გადაუნერგეს. პროცესში ჩართულნი იყვნენ სპეციალისტები როგორც ისრაელიდან, ისე - უცხო ქვეყნებიდან.

 

„ჩვენთვის სასიხარულოდ, ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ვიმედოვნებდით“, - ამბობს მათი ნეიროქირურგი.

 

ექიმების თქმით, გოგოები, რომლებიც 2020 წლის აგვისტოში დაიბადნენ, სრულიად ნორმალურ ცხოვრებას შეძლებენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი