logo_geo
ევროკავშირის მარეგულირებელი Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის შესახებ მონაცემებს აფასებს
- +

7 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

ევროკავშირის მარეგულირებელი Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის შესახებ მონაცემებს აფასებს. ამის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებაშია ნათქვამი.

 

კომპანია Pfizer-მა ევროპის წამლის სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინა. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ Pfizer-ის განაცხადს სწრაფად განიხილავენ და გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებენ.

 

აღსანიშნავია, რომ საუბარია სრული ვაქცინაციიდან 6 თვეში 16 და 16 წლის ზემოთ პირებისათვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის მიცემაზე.

 

 

big_banner
არქივი