logo_geo
კუბაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორი წლის ასაკიდან გახდა შესაძლებელი
- +

7 სექტემბერი. 2021. 10:31

 

კუბა მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში დაიწყეს. იმუნიზაციისთვის კუბაში იყენებენ საკუთარი წარმოების ვაქცინებს, „აბდალასა“ და „სობერანას“, რომლებიც არ არის აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

 

მედიის ცნობით, კუბის ხელისუფლება ბავშვების ვაქცინაციას სკოლების გახსნამდე გეგმავს. ახალი სასწავლო წელი კუბაზე 6 სექტემბერს დაიწყო, თუმცა დისტანციურად, სატელევიზიო სასწავლო პროგრამებით, რადგან ინტერნეტზე წვდომა ქვეყანაში ყველა ოჯახს არ აქვს.

 

კუნძულზე სკოლების უმეტესობა ძირითადად დაკეტილია 2020 წლის მარტიდან. საკლასო ოთახებში სწავლა რამდენიმე კვირით განახლდა 2020 წლის ბოლოს, თუმცა იანვარში კვლავ დაიხურა.

 

ბოლო თვეებში კუბაზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიცვალა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის გარდაცვალების 5 700 შემთხვევა, საიდანაც თითქმის ნახევარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში გარდაიცვალა. კუბაზე ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობის თითქმის მესამედი სწორედ ბოლო ერთ თვეში გამოვლინდა.

big_banner
არქივი