logo_geo
„ქალები უფრო ხშირად ღალატობენ მამაკაცებს!“ - ბრიტანელი სოციოლოგების კვლევა
- +

1 მაისი. 2017. 03:37



საერთო გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ, ვიდრე ქალები, საშიშროების წინაშე აღმოჩნდა! ladyportal.info წერს, რომ ბრიტანელი სოციოლოგები ამტკიცებენ - ქალები გაცილებით ხშირად ღალატობენ მამაკაცებს, ვიდრე მამაკაცები ქალებს.


UK Adultery Survey 2012 -ის გამოკითხვაში მეცნიერებმა ღალატის 4 000 შემთხვევა შეისწავლეს. მათ აინტერესებდათ, რამდენად იოლად მიდიან ღალატზე მამაკაცები და ქალები, და რომელი უფო ხშირად ღალატობდა.


გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ქალებს საშუალოდ - 2,8 ფარული კავშირი აქვს მაშინ, როდესაც მამაკაცები 1,8 ინტრიგას ხლართავენ გვერდზე.


სოციოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქალებს ხშირად თავგადასავალი იზიდავთ და ჩაერთვებიან რა თამაშში, უძნელდებათ უკან დახევა მიზნის ბოლომდე მიღწევამდე.


თუ მამაკაცი ასეთ კავშირს ხანმოკლედ და წამიერად აღიქვამს, ქალი მას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს...


მამაკაცები სექსუალურ სიამოვნებებს დასდევენ, ცდილობენ გაამრავალფეროვნონ თავისი ინტიმური ცხოვრება, ქალები კი არა მხოლოდ სიამოვნებას ეძებენ საწოლში, არამედ რომანტიკულ კავშირსაც. ამითვე აიხსნება ის ფაქტიც, რომ ქალებს ხშირად უყვარდებათ თავისი საყვარლები, ხოლო მამაკაცები, პირიქით, იშვიათად განიცდიან ემოციურ მიზიდულობას თავისი საყვარლების მიმართ.


მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გამოკითხვის მიხედვით, ღალატს ქალები იწყებენ საშუალოდ 37 წლიდან, ხოლო მამაკაცები - 42 წლიდან.


სოციოლოგები თვლიან, რომ როდესაც ქალს ღალატის სურვილი უჩნდება, მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთანავე, ამ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ამის გაკეთების ბევრად უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე მამაკაცებს.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი