logo_geo
კანადის პრემიერ-მინისტრს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ქვები ესროლეს
- +

7 სექტემბერი. 2021. 13:03

 

 

კანადის პრემიერ-მინისტრს საარჩევნო შეხვედრაზე ქვები ესროლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჯასტინ ტრიუდო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლუდსახარშს სტუმრობდა.

 

ინციდენტის დროს ტრიუდო არ დაშავებულა.

 

კანადის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები აგვისტოს შუა რიცხვებში დანიშნა. მას იმედი აქვს, რომ კენჭისყრის შემდეგ მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს და მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს. თუმცა, ტრიუდოს კამპანიას ბოლო პერიოდში არაერთი ინციდენტი ახლავს თან.

 

მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ „კოვიდ-19“-ის სავალდებულო ვაქცინაციისა და შეზღუდვების გამო. ერთი კვირის წინ კანადის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, გაეუქმებინა საარჩევნო მიტინგი, რადგან აქციაზე მისი მოწინაააღმდეგეები მივიდნენ.

 

კანადაში ვადამდელი არჩევნები 20 სექტემბერისთვის არის დანიშნული.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი