„მიგრანტების რაოდენობის ზრდისა და რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ფონზე, პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა“, - ამის შესახებ BBC წერს.
ახალი რეგულაცია, აღნიშნულ არეალზე, დიდ შეკრებებს კრძალავს და გადაადგილებას ზღუდავს. შეზღუდვა 30 დღე იმოქმედებს. მხოლოდ აგვისტოს განმავლობაში, პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, 8-ჯერ მეტი ადამიანი დააკავეს, ვიდრე მთელი 2020 წლის განმავლობაში.