მექსიკაში, ქალაქ აკაპულკოს რაიონში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Twitter-ზე ნაციონალური სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს.
„წინასწარი მონაცემებით, 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი აკაპულკოდან 14 კილომეტრის დაშორებით სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში შეტყობინების სისტემამ იმუშავა. ქალაქის მერის ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის სამხრეთში შენობები არ დანგრეულა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება.