logo_geo
ბრიტნი სპირსის მამამ სასამართლოს შვილზე მეურვეობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა
- +

8 სექტემბერი. 2021. 13:01

 

 

ამერიკელი მომღერლის, ბრიტნი სპირსის მამამ, ჯეიმს სპირსმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს შვილის მისი მეურვეობისგან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მიმართვაში აღნიშნულია, რომ „თუ ქალბატონ სპირსს მასზე მეურვეობის შეწყვეტა სურს და სჯერა, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას გაუმკლავდება, მისტერ სპირსი მიიჩნევს, რომ მას ამის შანსი უნდა მიეცეს“.

 

ბრიტნი სპირსის მეურვეობაზე სასამართლოს მორიგი სხდომა 29 სექტემბერს გაიმართება.

 

23 ივნისს ბრიტნი სპირსმა 2 წლის განმავლობაში პირველად მისცა ჩვენება სასამართლოს და მამის მეურვეობისგან გათავისუფლება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ მას მუშაობას აიძულებენ და დაორსულების ნებართვას არ აძლევენ.

 

ბრიტნი სპირსი თავისი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. სასამართლოში მან აღნიშნა, რომ კლინიკაში თავისი სურვილის წინააღმდეგ მოათავსეს. მეურვეებს სრული კონტროლი აქვთ მომღერლის ცხოვრებასა და ფინანსებზე.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი