logo_geo
ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, პაკისტანი დღეს ჩაატარებს ვიდეოკონფერენციას
- +

8 სექტემბერი. 2021. 14:42

 

ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, პაკისტანი დღეს ჩაატარებს ვიდეოკონფერენციას ჩინეთის, ირანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. აღნიშნულის შესახებ პაკისტანის საგარეო უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

არსებული ცნობებით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს, რათა არსებული გამოწვევა საერთო ძალებით დაიძლიოს და რეგიონული სტაბილურობა და კეთილდღეობა იქნას უზრუნველყოფილი.

 

„ავღანეთის სამეზობლო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მშვიდობიანი, ერთიანი, სუვერენული და აყვავებული ავღანეთის ხელს შეუწყობს სატრანზიტო ვაჭრობას და უსაფრთხოებას რეგიონში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი