logo_geo
მერილინ მონროს სახლი 7 მილიონ დოლარად იყიდება
- +

1 მაისი. 2017. 13:28


 

სახლი, რომელშიც ჰოლივუდის ლეგენდა მერილინ მონრო ცხოვრობდა და სადაც დაასრულა კიდეც სიცოცხლე, თითქმის 7 მილიონ დოლარად იყიდება. სწორედ ამ სახლში აღმოაჩინეს 1962 წელს მსახიობი გარდაცვლილი. ნაგებობა ბრენტვუდში მდებარეობს. მისი საერთო ფართი დაახლოებით 240 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სახლი 1929 წელსაა აშენებული და მას მსახიობი მხოლოდ რამდენიმე თვე ფლობდა. გარდაცვალებამდე არც ისე დიდი ხნით ადრე, მონრომ ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ ახალ სახლზეც ისაუბრა, თუმცა მისთვის სურათების გადაღების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

 

 

მიუხედავად მონროს საკულტო სტატუსისა, მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ისტორიულ ღირსშესანიშნაობად არ იქნა აღიარებული და ამ დროისთვის რამდენიმე მფლობელი შეიცვალა. სახლი მდებარეობს შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც აქვე განთავსებულია აუზი, ციტრუსების ბაღი, სახლი სტუმრებისთვის. მთავარ ნაგებობაში კი ოთხი საძინებელი და სამი სააბაზანოა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი