logo_geo
თეთრი სახლი: ვიცით, რომ ვაქცინაციის გაზრდა პანდემიის გავრცელებას შეაჩერებს
- +

9 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსთან ბრძოლის მომდევნო ფაზას გამოაცხადებს.

 

„ხვალ პრეზიდენტი „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერებისა და ვაქცინაციის გაზრდის მიზნით ექვს ნაბიჯს გამოაცხადებს“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის გაზრდა პანდემიის გავრცელებას შეაჩერებს.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინაციის გაზრდა პანდემიის გავრცელებას შეაჩერებს, ჩვენ პანდემიას გავაკონტროლებთ. ჩვენ ხალხს ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნებთ. ეს ჩვენი მიზანია“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

 

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ეს ნაბიჯები უფრო მეტ ვაქცინაციას, ტესტირების ზომების გაძლიერებასა და სკოლებში ბავშვების უსაფრთხოების გაზრდას მოიცავს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი