logo_geo
ჩრდილოეთ მაკედონიაში, საავადმყოფოში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
- +

9 სექტემბერი. 2021. 10:36

 

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ტეტოვოში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.

 

გასულ წელს აგებულ დროებით საავადმყოფოში, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებს მკურნალობდნენ. ამ დროისთვის უცნობია, სულ რამდენი პაციენტი იყო მოთავსებული დაწესებულებაში.

 

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მძიმედ დაშავებული პაციენტები სკოპიეში გადაიყვანეს. მინისტრი შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი