logo_geo
იაპონიას სამხრეთიდან სუპერ-ტაიფუნი „ჩიანტუ“ უახლოვდება
- +

9 სექტემბერი. 2021. 11:15

 

 

იაპონიას სამხრეთიდან სუპერ-ტაიფუნი „ჩიანტუ“ უახლოვდება. ქარის სიჩქარე წამში 60 მეტრს აღწევს.

 

სინოპტიკოსები ძლიერ ქარსა და გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყალდიდობის საშიშროებას პროგნოზირებენ.

 

ტაიფუნი ამ დროისთვის ფილიპინების სიახლოვეს ფიქსირდება და სულ მალე ტაივანს დაატყდება თავს.

 

სტიქიამ ბოლო 48 საათში ძალა მოიკრიბა და ამ დროისთვის მეხუთე კატეგორიის ტაიფუნად არის ფორმირებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი