logo_geo
თურქეთი და ეგვიპტე შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მოლაპარაკებებს გააგრძელებენ
- +

9 სექტემბერი. 2021. 11:49

 

 

„თურქეთი და ეგვიპტე შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მოლაპარაკებებს გააგრძელებენ“, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია მხარეთა შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

 

თურქეთ-ეგვიპტის მოლაპარაკებები ანკარაში ორი დღის განმავლობაში ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე მიმდინარეობდა. მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული ეს არის რიგით მეორე მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაცია რეგიონულ ძალებს შორის.

 

ოფიციალურ ანკარასა და კაიროს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით 2013 წლიდან დაიძაბა, როდესაც ეგვიპტელმა სამხედროებმა იმდროინდელი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი დაამხეს, რომელიც სუნიტურ ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ წარმოადგენდა და რომელსაც თურქეთი უჭერდა მხარს.

 

მხარეთა შორის გამართულ მოლაპარაკებებზე განხილული იყო ლიბიის, სირიის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთისა და ისრაელ-პალესტინელების კონფლიქტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი