logo_geo
ესპანეთის სამხრეთ რეგიონში ხანძრის გამო 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

9 სექტემბერი. 2021. 15:09

 

ესპანეთის სამხრეთით მდებარე ანდალუზიის რეგიონში ტყის ხანძრის გამო, საზღვაო კურორტ ესტეპონადან და მიმდებარე სოფლებიდან 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ადგილზე 250 მეხანძრეა მობილიზებული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი რთულად მისადგომ ადგილას არის გაჩენილი, რის გამოც მისი ჩაქრობა ვერ ხერხდება.

 

ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარიც.

big_banner
არქივი